ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არშემდგარი სახელმწიფოები


კოსოვოში პოლიციის ახალწვეულებს ნატოს სამშვიდობო კონტინგენტის ჩასანაცვლებლად ამზადებენ:

“როგორც სჩანს ევროპა საკუთარი დანაპირების შესრულებას იწყებს. ისინი დახმარებას შეგვპირდნენ. ეს პროცესი იწყება და მე ვიმედოვნებ, რომ იგი არ შეწყდება”. ამბობს პოლიციის ოფიცერი განი ბერიშა.

ნატომ კოსოვოდან სერბეთის არმია 1999 წელს გააძევა. მიმდინარე წლის დასაწყისში კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილების მიღებამ კი ისევ გააღვივა ძალადობა. გაჩნდა შიში, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა პროვინციაში მცხოვრები სერბული უმცირესობის წინააღმდეგ რეპრესიებს გამოიწვევს.

იმ დროს, როდესაც ნატოს სამშვიდობო კონტინგენტი კოსოვოშია, მსოფლიოს ოც ქვეყანაში გაეროს ას ორმოცი ათასი სამშვიდობოა დისლოცირებული:

“მე ამ მისიაში მოღვაწეობა 2003 წლეს დავიწყე, როდესაც ჩვენი ბიუჯეტი ერთ მთელ რვა მეათედ მილიარდ დოლარს შეადგენდა. სადღეისოდ ჩვენი დაფინანსება შვიდ ნახევარ მილიარდამდე გაიზარდა”. ამბობს გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე სამშვიდობო ოპერაციების საკითხში იან ჰოლ ლუტე.

საერთაშორისო ინტერვენციის მოწინააღმდეგეები, სამშვიდობო მისიების ხანგრძლივობისა და დაფინანსების ირგვლივ ტეხენ განგაშს. თუმცა ანგარიშგასაწევია ის, რომ ასეთი მისიები უმეტეს შემთხვევაში კონფლიქტების ესკალაციას და სახელმწიფოს ნგრევას აფერხებს.

ბევრად უფრო რთულია ერაყში არსებული სიტუაცია. ამერიკულმა ინტევენციამ ერაყის სახელმწიფო დაასუსტა. ხუთი წელია რაც ქვეყანა ომშია ჩართული. თუმცა პრეზიდენტი ბუში ამტკიცებს, რომ ერაყი სწორ გზას ადგას და იქ საბოლოოდ დემოკრატია გაიმარჯვებს:

“ამ კონფლიქტიდან ჩვენ ის შეგვიძლია ვისწავლოდ, რომ ასეთი მისიები აღსავსეა მრავალი დაბრკოლებით. ჩვენ უნდა გავიაზროთ ის, რომ სამხედრო ინტერვენცია მხოლოდ გამოუვალ სიტუაციებში გამოვიყენოთ. ასეთი სიტუაციები კი ბევრი არ არის’. ამბობს ვაშინგტონის კატოს ინსტიტუტის საგარეო პოლიტიკის განყოფილების დირექტორი ქრისტოფერ პრიბლი.

“ჩვენ ბევრად უფრო კარგ შედეგებს ვიღებთ, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებასთან შეთანხმებით ვმოქმედებთ. ეს კარგად სჩანს ბალკანეთში, სადაც ევროპელები შეთანხმებულად მოქმედებენ, აღმოსავლეთ ტიმორში სადაც ავსტრალია წარმატებულად ახორციელებს მისიას. მე ვისურვებდი, რომ ოდესმე ჩინეთთან, ინდოეთთან, ბრაზილიასთან და რუსეთთან შეთანხმებითაც კი ვიმოქმედოთ. ეს ის დიდი ერებია, რომლებსაც ბევრი სასიკეთოს გაკეთება ძალუძთ მსოფლიო სტაბილურობისთვის”. ამბობს შეერთებული შტატების კონგრესის შეიარაღებულ ძალთა კომიტეტის წევრი ადამ სმითი.

ბატონი სმითი აღნიშნავს, რომ ლიბერიაში, რომელიც ერთ დროს არშემდგარ სახელმწიფოდ ითვლებოდა იქ მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო, აფრიკის კავშირის სამხედრო ინტერვენციის დამსახურებით, აღორძინების პროცესი ნელ-ნელა მიმდინარეობს. ამერიკელი სამხედროები კი ლიბერიის ჯარს წვრთნიან:

“მე ყოველთვის იმაზე ვამახვილებ ყურადრებას, რომ ჩევენი მისია ხალხის უშიშროების დაცვას ემსახურება. სწორედ ამიტომ არსებობს არმია. არმია ხალხის თავისუფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს”. ამბობს ამერიკელი ვიცე-პოლკოვნიკი კრის უაიატი. მისი თქმით, ხალხისთვის სტაბილური გარემოს უზრუნველყოფა, არშემდგარი სახელმწიფოების რეაბილიტაციის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG