ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს დამოუკიდებლობა 1989 წლის 9 აპრილს დაიწყო


პარლამენტის წინ თბილისში 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან დღეს უამრავი ხალხი შეიკრიბა, თუმცა 9 აპრილის ჯერ კიდევ ღამიდან აღნიშვნა თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. ღამეც არ ჩამქვრალა იქ სანთლები, ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი, რუსთაველის გამზირზე 19 წლის წინ მომხდარი ტრაგედიის კადრები. საბჭოთა ჯარის ნაწილებმა დარბევისას მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს, ათასობით ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ. დარბევის შედეგად 9 აპრილს 16 ადამიანი დაიღუპა, ათასობით მოიწამლა.. 1989 წლის 9 აპრილიდან 2 წლის შემდეგ ზვიად გამსახურდიამ სწორედ 9 აპრილს მოაწერა ხელი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, მაგრამ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დამხობის შემდეგ ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს აღნიშნავს.

რატომ არ ზეიმობს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს 9 აპრილს ?! ამ კითხვით პარლამენტის წინ დროშებით მისულ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთ წევრს ზაზა გაბუნიას მივმართე, რომელიც ამბობს, რომ ისტორიული სამართლიანობა გვკარნახობს, რომ ჩვენ, თანამედროვე ქართველებმა საქართველოს დამოუკიდებლობის და ახალი ქართული სახელმწიფოს საწყის ეტაპად სწორედ 9 აპრილი უნდა მივიჩნიოთ. ანუ, ის დღე, როდესაც თანამედროვე ქართველმა გმირებმა საკუთარი სისხლის ფასად ფუნდამენტი დაუდეს ახალ ქართულ სახელმწიფოს...

- საქართველოს დამოუკიდებლობას საფუძველი 1989 წლის 9 აპრილს ჩაეყარა, 19 წლის შემდეგ რეალობად იქცა საქართველოს გაწევრიანება ნატოში, რაც 19 წლის წინ იყო სრულიად წარმოუდგენელი. თუმცა, მოსკოვიდან დღესაც კეთდება განცხადებები, რომ რუსეთი საქართველოს და უკრაინის ნატოში მიღებას არ დაუშვებს, თუმცა რუსეთის ექსპერტებიც უშვებენ შესაძლებლობას, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება მხოლოდ დროის ფაქტორია.

- რუსთაველის გამზირზე მოტინგი გამართეს ზვიად გამსახურდია ხელისუფლების წევრებმა, მომხრეებმა, ერთ-ერთ მათგანს, გიორგი კერვალიშვილს გავესაუბრე, რომელც ამბობს, რომ ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ სამართლებრივად და იურიდიულად საქართველოს ისეთი საძირკველი ჩაუყარეს 1991 წლის 9 აპრილს, რომელსაც ვერავინ ვერ დაანგრევს !

XS
SM
MD
LG