ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოხუმს თბილისის არ სჯერა


თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში „ რია-ნოვოსტში“ გაიმართა დღეს ვიდეოხიდი თბილისი-მოსკოვი ტემაზე „საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთს ფართო ფედერალიზმს სთავაზობს“. მიხეილ სააკაშვილი აფხაზეთს ფართო ფედერალიზმის გარდა ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებში ორგანოებში ძალიან სერიოზულ წარმომადგენლობას პირდება. -არ არსებობს საკითხი, რომლის გადაჭრას ჩვენ აფხაზებთან მოლაპარაკების გზით ვერ შევძლებთ, გარდა საქართველოს დაწევრიანებისა, აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. მ.სააკაშვილის სწორედ ეს განცხადება გახდა ვიდეოხიდის თბილისი-მოსკოვის დისკუსიის თემა, რომელშიც ქართული მხრიდან მონაწილეობდნენ რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ზურაბ აბაშიძე, რომელმაც რუსეთის კონფლიქტოლოგების განცხადებაზე დისკუსიის მსვლელობისას საქართველოს ნატოსთან ურთიერთობების შესახებ თქვა, რომ ქრონოლოგიურად შეუძლია დაადასტუროს , როგორ უბიძგებდა ნატოსკენ საქართველოს თავად რუსეთი..

მონაწილეობდა არასამტავრობო ორგანიზაცია „საქართველო ნატოში“ ხელმძღვანელი შალვა ფიჩხაძე, რომლის მისამართით მოსკოვიდან ითქვა, რომ მიუხედავად ამ ტელეხიდში „საქართველო ნატოში“ მონაწილეობისა, საქართველო ნატოში არის უფრო ვირტუალური, ვიდრე რეალური პრობლემა.

ტელეხიდში ასევე მონაწილეობდა პარლამენტის წევრი ივლიანე ხაინდრავა, რომელმაც თავიდანვე კორექტივები შეიტანა. როგორც თავიდან მოგახსენეთ, დისკუსიის თემა უნდა ყოფილიყო აფხაზეთისთვის ფართო ფედერალიზმის მინიჭების შესახებ, მაგრამ დასაწყისში წამყვანმა მოსკოვიდან გამოაცხადა დისკუსიის თემად მსჯელობა აფხაზეთის , როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარების პერსპექტივებზე. სამწუხაროდ, საეთერო დრო არ იძლევა საშუალებას ყველა საინტერესო საკითხს შევეხოთ.. აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინადადებაზე ფედერალიზმის შესახებ მოსკოვი და სოხუმი გარანტიებს ელოდება. რა იწვევს ამ წინადადებაში გარანტიების საკითხს ?! პარლამენტის წევრის, ივლიანე ხაინდრავას თქმით, აფხაზეთს უნდა ჰქონდეს საქართველოს შემადგენლობაში ფედერაციის სუბიექტის სტატუსი მაღალი უფლებამოსილებებით, რაც შესთავაზა სოხუმს მიხეილ სააკაშვილმა, მაგრამ ბოლო წლებში, მათ შორის ვარდების რევოლუციის შემდეგაც სოხუმის მისამართით იყო სხვადასხვა გზავნილები, მათ შორის იყო საკმაოდ აგრესიული, მილიტარისტული რიტორიკაც, რომელიც ძალიან კარგად ამახსოვრდებათ სოხუმში. გაცილებით უფრო, ვიდრე კონსტრუქციული წინადადებები.

XS
SM
MD
LG