ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საზოგადოებრივი ტელევიზია

უკვე ორი დღეა საზოგადოებრივ ტელევიზიას ახალი დირექტორი ყავს. 9 ადამიანისგან შემდგარმა სამეთვალყურეო საბჭომ, 5 ხმით ლევან ყუბანეიშვილი აირჩია. მისი გვარი კანდიდატთა სიაში საბუთების მიღებამდე 2-3 დღით ადრე გამოჩნდა. სწორედ მას შემდეგ საზოგადოებაში არ შეწყვეტილა საუბარი იმ საკითხზე, რომ დირექტორი სწორედ ლევან ყუბანეიშვილი გახდებოდა. მისი ბიოგრაფიული მონაცემები, ყველაზე შთამბეჭდავ სურათს ქმნის. დამოუკიდებელი ტელეკომპანია “იბერვიზიის” შემდეგ, ანუ 90-იანი წლებიდან ის მუდმივად სატელევიზიო საქმინაობაშია. მუშაობდა პირველ სახელმწიფო არხზე, “მეორე არხზე”, ტელეკომპანია “მზეში” და ბოლოს გახლდათ დამოუკიდებელი “თიბისი სტუდიის” ხელმძღვანელი. მისი სტუდია ქმნის დღესდღეობით, ერთერთ ყველაზე რეიტინგულ თოქ-შოუ “პრაიმ-თაიმს” და აგრეთვე დღედღეზე იგეგმება გიორგი კალანდიას საავტორო გადაცემების და “ახალი დროების” გასვლა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ეს ორი უკანაკსნელიც, როგორც აღვნიშნეთ “თიბისი სტუდიის” მიერ არის მომზადებული. ასე, რომ ობიექტური კრიტერიუმებით ლევან ყუბანეიშვილი ნამდვილად გამოირჩევა კვალიფიკაციითა და გამოცდილებით. მაგრამ საზოგადოება მაინც აღშფოთებას გამოხატავს, მაინც ვრცელდება მოსაზრება რომ ყუბანეიშვილი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატია და უნდობლობა საზოგადოების ერთ ნაწილში საწყისშივე დიდი იყო. უკანაკსნელ პეროდში ყუბანეიშვილის სახელს უკავშირდება ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტების მის სტუდიაში გადასვლის ფაქტი. თუმცა ეს დეტალებია, რომელიც ქართულ საზოგადოებაში განსჯის საგნად იქცა. ყველაზე ობიექტური პრობლემა კი ის გახლავთ, რომ საქართველოში, როგორც ჩანს ჯერ კიდევ ნაადრევია ფიქრი იმ ტიპის დემოკრატიაზე, როდესაც გამარჯვებულის ვინაობა არჩევნებამდე არ იქნება ცნობილი. სამწუხაროდ, ლევან ყუბანეიშვილის გადირექტორების ამბავი, არჩევნებამდე თითქმის ერთი თვით ადრე უკვე ცნობილი იყო. მაგრამ, ახლა საზოგადოებას ისღა დარჩენია დაელოდოს, თუ რა ტიპის ტელევიზიას შესთავაზებს ახალი დირექტორი ხალს, რა სიახლეები იქნება და ა.შ. ლევან ყუბანეიშვილი აღნიშნავს:

ლევან ყუბანეიშვილივიზუალური ნაწილი უნდა დაუბრუნდეს აუცილებლად არხს. რაც შეეხება პლურალიზმს არხზე, ვფიქრობ რომ ამის პრობლემები მას აბოლო დროს არ ქონია. სხვა ქმედებებია განსახორციელებელი და ეს პირველ რიგში ალბათ მენეჯმენტთან დაკავშირებული ცვლილებები იქნება.

საზოგადოებრივ არხს ცვლილებები და რეფორმები მენეჯმენტში აშკარად ესაჭიროებოდა, ყუბანეიშვილის ხედვა, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების განცხადებით ამ ცვლილებების გარანტიაა. საბჭოს წევრები მარინა ვეკუა, ლევან გახელაძე და საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ტრიპოლსკი აცხადებენ:

მარინა ვეკუაძალიან ენერგიულია, კარგი ხედვა აქვს, დიდი გამოცდილება აქვს და მე მინდა მჯეროდეს, რომ მას კარგად ესმის ის პასუხისმგებლობა, რომელიც მას აკისრია.

ლევან გახელაძეყველაზე კარგი შტაბეჭდილება, საზოგადოებრივი მაუწყებლის სისტემური განვითარების ხედვასთან დაკავშირებით, სწორედ ლევან ყუბანეიშვილმა წარმოაჩინა.

ირაკლი ტრიპოლსკიმაქსიმუმ 10-12 დღეში საინფორმაციო სამსახურს უნდა დაემჩნეს რაღაც ცვლილებები. მერე უფრო შევძლებ ვთქვა რა როგორ იქნება.

- ბუნებრივია რამდენიმე დღე საკმარისი არ არის, რომ ცვლილებები თავლნათელი იყოს, შესაძლებელია ამ რეფორმების გატარებას საკმაოდ დიდი დროც კი დაჭირდეს. ცხადი მხოლოდ ერთია, ამ არხზე კონტროლი არა მხოლოდ სამეთვაყურეო საბჭომ, არამედ საზოგადოებამაც პერმანენტულად უნდა გაატაროს. ქართულ საზოგადოებას მუდმივად უნდა ახსოვდეს, რომ ეს სატელევიზიო და რადიო არხები მის მფლობელობაშია და პირველ რიგში მას უნდა ემსახურებოდეს, აკმაყოფილებდეს მის ინტერესს და მოთხოვნებს.

XS
SM
MD
LG