ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოჭში დასრულდა ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების უმაღლესი დონის შეხვედრა


დღეს სოჭში ამერიკისა და რუსეთს პრეზიდენტებმა დაასრულეს უმაღლესი დონის შეხვედრა. სამიტი შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა რაკეტსაწინაღო თავდაცვის გეგმის საკითხში, თუმცა ვარაუდობენ რომ ორი ქვეყანა ამ საკითხზე თანამშრომლობას გააგრძელებს.

პრეზიდენტები მოკლე განცხადებებით შემოიფარგლნენ მანამ, სანამ პრეზიდენტი ბუში სოჭიდან გაემგზავრებოდა. ორი სახელმწიფო ლიდერებმა განაცხადეს, რომ ხელშეკრულება რომელსაც ხელი მოეწერა კარგად აყალიბებს მათ მიღწევებს და მომავლის იმედით ოპტიმისტურ ნოტაზე მთავრდება.

პრეზიდენტ ბუშის განცხადებით; “ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ იმ სფეროების გამოსავლენად, სადაც ერთობლივად მუშაობა შეგვიძლია და ამასთან, შევეცადეთ გვეპოვა ის გზები სადაც შეთანხმებას მივაღწევდით მაშინაც კი როცა ერთმანეთს არ ვეთანხმებოდით. “

ბატონმა პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-მ მოისმინა რუსეთის შეშფოთება სარაკეტო სისტემის ირგვლივ, ასევე განიარაღების ხელშეკრულებისა და ნატოს გაფართოების მიმართ. პუტინი რუსეთის მომავალ მთავრობაში პრემიერ მინისტრი გახდება, მაგრამ მან ჯურნალისტებს უკვე განუცხადა, რომ პრეზიდენტი მედვედევი საგარეო პოლიტიკურ საკითხებს უხელმძღვანელებს.

პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა: “ თუ მე თქვენი მონამორჩილი, რუსეთის პრემიერ მინისტრი გავხდები, მე ბევრი სხვა საკითხი და პრობლემაც მექნება ჩემს დღის წესრიგში.”

პრეზიდენტმა ბუშმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ორივე მხარემ პირობა დადო, რომ გამოსავლის მისაღწევად ყველაფერს იღონებს და რომ ხელმოწერილი ხელშეკრულება სწორედ ანტისარაკეტო თავდაცვის გეგმის ირგლივ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

ამას გარდა, პრეზიდენტმა ბუშმა მის ხანმოკლე შეხვედრას რუსეთის მომავალ პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან პოზიტიური უწოდა და თქვა რომ მოხიბლული დარჩა რუსეთის მომავალი ლიდერით.

XS
SM
MD
LG