ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში კამიკაძის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად 3 პოლიციელი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა


ავღანეთის უშიშროების ძალების ოფიციალური პირები აცხადებენ რომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში კამიკაძე ტერორისტის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი. ჰელმანდის პროვინციაში პოლიციის განყოფილების უფროსის მუჰამედ ჰუსეინ ანდივალის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად პროვინციის დედაქალაქში ლაშკარ გაჰში კამიკაძე ტერორიტმა თავი აიფეთქა პოლიციის ავტომობილთან. დაწრილი სამი ადამინი. ჯერ-ჯერობით არავის უკისრია პასუხისმგებლობა ამ ტერაქტზე. ჰელმანდის პროვინცია, სადაც ხშირია შეტაკებები უშიშროების ძალებსა და მეამბოხეებს შორის, ოპიუმის წარმოების ცხელ წერტილად ითვლება. ამის ფონზე, ნატოს ოფიციალური პირები აცხადებენ რომ კუნარის პროვინციაში გზის პირას დადებული ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი სამოქალაქო პირი.
XS
SM
MD
LG