ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნური ალ მალიკიმ შიიტი მეამბოხეების წინააღმდეგ დაწყებული რეიდი შეაჩერა


ერაყის პრემიერ მინისტრმა ნური ალ მალიკიმ გასცა ბრძანება შიიტი მემაბოხეების წინააღმდეგ განხორციელებული რეიდის დროებითი შეწყვეტის შესახებ. მალიკის განცხადების თანახმად ამით მეამბოხეებს იარაღის დაყრის საშუალება ეძლევათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ერაყის პრემიერ მინისტრმა განაცხადა რომ იგი ძალღონეს არ დაიშურებს რეგიონში შიიტ მეამბოხეთა თარეშის აღმოფხვრისთვის. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის აღსდგება რეიდი. ქალაქ ბასარაში ერაყის უშიშროების ძალებსა და შიიტთა ლიდერის მოქტადა ალ-სადრის მხარდამჭერ შიიტ მემაბოხეთა შორის შეტაკებები გრძელდება. ამის ფონზე ერაყის პოლიციის იერ გაკეთებული განცხადების თანახმად კამიკაძე ტერორისტის მიერ ბაღდადში დაკრძალვაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG