ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეპორტაჟი თბილისიდან: საქართველო რუსეთს ადანაშაულებს


მეორე დღეა საქართველოში მსჯელობენ გამომწვევ მიზეზებზე საქართველოსთვის ბუქარესტის სამიტზე მაპის მინიჭების განხილვის გადატანის შესახებ მ.წ. დეკემბრამდე. ხელისუფლების აზრით ნატოს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაზე მთავარი გავლენა რუსეთის პოზიციამ მოახდინა, ქართულ ოპოზიციას მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ საქართველოს დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი შეულახა, რამაც გადაწყვეტილების მიღებისას გადამწყვეტი როლი ითამაშა. რა შეფასებას აძლევენ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას საქართველოს პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლები?! ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ვეტერანს გიორგი კერვალიშვილის თქმით საქართველო არ აინტერესებს, როგორც ჩანს ზოგიერთ სახელმწიფოებს. „ პირველ რიგში რუსულმა ფაქტორმა გამოიწვია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რუსეთს თავისი იმპერიული ზრახვები გააჩნია არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში , არამედ ევროპაშიც. ევროპულმა სახელმწიფოებმა, სამწუხაროდ, რუსეთის მიმართ კაპიტულაცია გამოაცხადეს. ვინც დაბლოკა ჩვენი ქვეყნის შესვლა ნატოში, ფაქტიურად ნიშნავს, მათ საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ წავიდნენ
XS
SM
MD
LG