ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიხეილ სააკაშვილი ბუქარესტში გაემგზავრა


ნატოს სამიტამდე ბუქარესტში ერთი დღე დარჩა. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად დღეს ბუქარესტში გაემგზავრნენ სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე, საგარეო მინისტრი დავით ბაქრაძე, პარლამენტარები კოტე გაბაშვილი და ნიკა რურუა.

- ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც საქართველოსთვის მაპის მიღების საწინააღმდეგოდ მუსაობს, რუსეთია. რუსეთმა შეიძლება შეაფერხოს, მაგრამ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესს ხელს ვერ შეუშლის, თვლიან თბილისში.

- უკრაინის დედაქალაქში დღეს ჩასულმა აშშ პრეზიდენტმა კიევში განაცხადა, რომ ვერ ხედავს მიზეზს, რის გამოც რუსეთს საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანება უნდა აღელვებდეს. ჯორჯ ბუშს კიევი საპროტესტო აქციებით დახვდა. ჩვენი გადაცემის სტუმარი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო ნათოში“ ხელმძღვანელი შალვა ფიჩხაძე ამბობს, რომ განსხვავებით უკრაინისგან საქართველოში ანტინატოური აქციები, გამოსვლები არ ყოფილა. უფრო მეტიც, როგორც ამას გამოკითხვები აჩვენებს, მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრეა.

- მისივე თქმით „ ქართველი ხალხი იბრძვის იმისთვის, რომ მონახოს თავისი ადგილი უსაფრთხოების სისტემაში. საქართველომ 1996 წლიდან რეალურად დაიწყო საუბარი დასავლეთში ინტეგრაციაზე, გახდა ევროსაბჭოს წევრი, თანამშრომლობის და პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა ევროკავშირთან, შემდეგ ეუთოს დახმარებით მოითხოვა რუსეთის ბაზების გაყვანა საქართველოდან და 2002 წელს ოფიციალური განაცხადი გააკეთა ნატოს წევრობაზე, ასე რომ, ეს სვლა არის კანონზომიერი და მიზანმიმართული და ეჭვი მეპარება, რომ ის რაიმემ შეაჩეროს...“.

XS
SM
MD
LG