ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი იერუსალიმში ისრაელის და პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი იერუსალიმში ისრაელის და პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობის მიზნით. დღეს კონდოლიზა რაისმა უკვე გამართა მოლაპარაკება პალესტინის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან აჰმედ ქურეასთან და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან ციპი ლივნისთან. კვირას ისრაელის თავდაცვის მინისტრთან ეჰუდ ბარაკთან და პალესტინის მთვარობის თავმჯდომარესთან სალამ ფაუადთან შეხვედრისას კონდოლიზა რაისმა შესძლო ისრაელის დათანხმება ოდნავ შეარბილოს საოკუპაციო რეჟიმი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ტერიტორიაზე. ისრაელი ამ შეთანხმების ფარგლებში ერთ მუდმივ საკონტროლო გამშვებ პუნქტს და 50 საგუშაგოს გააუქმებს რაც პალესტინელებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების საშუალებას მისცემს. თავის მხრივ პალესტინელებმა ჯენინში უშიშროების ზომების გაუმჯობესების პირობა დადეს. დღესვე კონდოლიზა რაისი იორდანიის დედაქალაქ ამანში გაემგზავრება, სადაც პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან გამართავს მოლაპარაკებას.
XS
SM
MD
LG