ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

  პრეზიდენტი ბუში ევროპაში მიემგზავრება


პრეზიდენტი ბუში ევროპაში მიემგზავრება ნატოს შეხვედრაზე, რათა მოკავშირეებისაგან ავღანეთში უფრო მეტი მხარდაჭერა მოითხოვოს. კვირის ბოლოს ის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდება რომლის დროსაც ევროპაში შეერთებული შტატების ახალი რაკეტსაწინაღო სისტემის დამონტაჟების შესახებ იმსჯელებენ. თავდაპირველად პრეზიდენტი ბუში უკრაინას ეწვევა და ამ ქვეყნის პრეზიდენტთან ვიქტორ იუშენკოსთან ნატოს გაფართოების შესახებ გამართავს მოლაპარაკებას ამ ორგანიზაციაში საქრთველოს და უკრაინის შესაძლო გაწევრიანების ხარჯზე. მოსკოვი ამ ქვეყნების ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებს წინააღმდეგ გამოდის. რუსეთის ლიდერები ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევი აცხადებენ რომ ნატოში საქართველოს და უკრაინის მიღება ევროპის უშიშროებას დაემუქრება. ბუქარესტის შეხვედრა ავღანეთში თალიბთა პარტიზანული თავდასხმების გახშირებას დაემთხვა. ვაშინგტონი ნატოს წევრი სახელმწიფოებისგან უფრო აქტიურ მონაწილეობას მოითხოვს ავღანეთში თალიბების წინააღმდეგ მიმდინარე ომში.
XS
SM
MD
LG