ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პარლამენტმა ომბუდსმენის ანგარიშის მოსმენაზე უარი განაცხადა


საქართველოს პარლამენტმა ომბუდსმენის 2007 წლის ანგარიშის მოსმენაზე უარი განაცხადა სახალხო დამცველმა 2007 წლის ანგარიშის განხილვა პარლამენტის ნაცვლად დღეს სასტუმრო თბილისი-მარიოტში გამართა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების თანდასწრებით და მონაწილეობით. სოზარ სუბარის განცხადებით ის ფაქტი, რომ 2007 წლის მოხსენების განხილვაზე უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უარი თქვა, თვალნათლივ საქართველოში ადამიანის უფლებათა სავალალო მდგომარეობაზე მიუთითებს. - პარლამენტის ბიურომ განაცხადა, რომ პარლამენტარებს არა აქვთ დრო ამჟამად გაეცნონ ამ მოხსენებას და იგი განსახილველად შემდეგი მოწვევის პარლამენტს გადაულოცა. ეს გაკეთდა მარტივი მიზეზის გამო, რათა არ ყოფილიყო გამოსვლები, მსჯელობა, კამათი, ანუ, მოხსენების განხილვა - აცხადებს სახალხო დამცველი. - კომენტარისთვის ადამიანის უფლებების დამცველს, კავკასიის ქალთა ქსელის ხელმძღვანელს, ქ-ნ ნინო ციხისთავს მივმართე, რომელიც ამბობს , რომ მის უპირველეს ინტერესს წარმოადგენდა ინფორმაცია : რა მოჰყვა შედეგად ომბუდსმენის 7 ნოემბერს ცემის ფაქტს ? დაისაჯა თუ არა ვინმე?! ნინო ციხისთავის თქმით ადამიანის უფლებების დაცვას, მათ საქმიანობას აზრი არა აქვს ქვეყანაში, სადაც ცემეს თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ომბუდსმენი და არავინ არ დასჯილა.. - მისივე თქმით არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო ცვლილების მოთხოვნის ინიციატივით გამოვლენ , ომბუდსმენის დასკვნას ავტომატურად მიეცეს სტატუსი, რომ სასამაღთლომ თავიდან განიხილოს ყველა ომბუდსმენის ანგარიშში ნახსენები საქმე..
XS
SM
MD
LG