ერაყის პრემიერ მინისტრმა ნური ალ მალიკიმ შიიტი მეამბოხეებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა გააგრძელა. ბატონმა მალიკიმ განაცხადა, რომ მეამბოხეებს ფინანსურ კომპენსაციას გაუწევს თუკი ისინი 8 აპრილამდე განიარაღდებიან. ერაყის ლიდერმა უფრო ადრე პარასკევამდე მისცა შიიტ მეამბოხეებს დანებების ვადა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მალიკიმ გაფრთხილება გააკეთა, რომ მთავრობა პასუხისმგებლობას იხსნიდა მომხდარზე. ამ ფონზე, ბრიტანელი სამხედროები აცხადებენ, რომ კოალიციის თვითმფრინავებმა, ერაყის ძალების მხარდასაჭერად, ბომბი პირველად ჩამოაგდეს ქალაქ ბასრაში. სამშაბათს, ბასრაში გააფთრებული ბროძლების დაწყებიდან 100 მეტი ადამიანი იქნა მოკლული. ძალადობის შემცირების მიზნით, ერაყის მთავრობამ სამ დღიანი კომენდატის საათი დააწესა ბაღდადში. ამ დროს, ნებართვის გარეშე ფეხით მოსიარულეებს, და სატრანსპორტო საშუალებებს ქუჩაში მოძრაობა ეკრძალებათ.
პოპულარული
1