ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში პრეზიდენტი ბუში სიტყვით გამოვიდა


დღეს პრეზიდენტმა ბუშმა განცხადება გააკეთა ერაყში შექმნილ მდგომარეობაზე. ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში წარმოთქმულ სიტყვაში პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა რომ გასულ წელს ერაყში დამატებით 30 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გადასროლამ სასურველი შედეგი გამოიღო - გაუმჯობესდა უშიშროების პირობები და პოლიტიკურ და ეკონომიურ წინსვლას ჩაეყარა საფუძველი.

როგორც მან თქვა ერაყში ვითარება გაუმჯობესდა თუმც მანვე აღიარა ის რომ ალყაიდა ისევ მოქმედებს ქალაქ მოსულში და რომ წინ ჯერ კიდევ არა ერთი მძიმე ბრძოლაა გადასაატანი.

XS
SM
MD
LG