ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის და რუსეთის ლიდერების ქალაქ სოჭში შეხვდებიან


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მიიღო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიწვევა ამ ორი ლიდერის შეხვედრა მოეწყოს ქალაქ სოჭში. მათი შეხვედრის მთვარი თემა იქნება ცენტრალურ ევროპაში აშშ-ის გეგმები განალაგოს რაკეტსაწინაღო სათავდაცვო სისტემა. როგორც პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა შეხვედრა შედგება 6 აპრილს მას შემდეგ რაც ბუში იმოგზაურებს უკრაინაში და ხორვატიაში და ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრას დაესწრება ბუქარესტში.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების დარგში პრეზიდენტის მრჩეველმა სტივენ ჰედლიმ განაცხადა რომ პრეზიდენტი ბუში შეეცდება პუტინის დარწმუნებას იმაში რომ ეს რაკეტსაწინაღო სათავდაცვო სისტემა არ იქნება დამიზნებული რუსეთზე და მისი ფუნქცია მხოლოდ ევროპის დაცვა გახდება ისეთი სახელმწიფოების მხრივ სარაკეტო დარტყმისაგან როგორიცაა ირანი.

მისივე თქმით თეთრ სახლს სურს რომ აშშ-მა, რუსეთმა და ევროპულმა სახელმწიფოებმა, როგორც თნასწორუფლებიანმა პარტიონერმა ისე იღვაწონ რუსეთისა და ევროპული სახელმწიფოების დაცვის საქმეში ახლო აღმოსავლეთიდან მომდინარე საფრთხისაგან. აშშ-ის გეგმის თანახმად სათავდაცვო სისტემის ელემენტები და რადარი უნდა განალაგონ პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში.. რუსეთი ამტკიცებს რომ ამ გეგმების რეალიზაციას შეიძლება მოჰყვეს გამალებული შეიარაღება.

XS
SM
MD
LG