ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტიბეტში მდგომარეობა კვლავაც დაძაბულია


დღეს ლჰასაში ტიბეტელი ბუდისტი ბერები უცხოელ ჟურნალისტთა ჯგუფის წევრებს გაესაუბრნენ და უთხრეს მათ რომ ჩინეთის მთავრობა ფალსიფიცირებას უხდენს ინფორმაციას ტიბეტში დაწყებული მღელვარებების ირგვლივ. უცხოელ ჟურნალისტებს თან ახლდნენ ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლები.

ბერებმა ჟურნალისტებს უთხრეს რომ მათ არანაირი კავშირი არ ააქვთ ძალადობასთან რომელსაც ადგილი ჰქონდა მღელვარებებისას. მათივე თქმით ტყუილია ჩინეთის მთავრობის განცხადება იმის თაობაზე თითქოს ტიბეტელთა განძევებაში მყოფმა წინამძღვარმა დალაი ლამამ მოუხდინა ორგანიზება საპროტესტო მანიფესტაციებს. როგორც ბერებმა თქვეს ტიბეტელებს მხოლოდ თავისუფლება სურთ. როგორც მოგვიანებით ჟურნალისტებმა თქვეს ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლები შეეცადნენ ჩაეშალათ ეს საუბარი.

XS
SM
MD
LG