ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტუდენტები აფხაზეთის ანექსიის წინააღმდეგ


თბილისში რუსეთის საელჩოს წინ დღეს სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია გამართეს. სტუდენტები უნივერსიტეტიდან საბურთალოდან საელჩომდე ვაკეში მშვიდობიანი მსვლელობით მივიდნენ. სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები აპროტესტებდნენ რუსეთის სათათბიროს მიერ მიღებულ დადგენილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ. აქციის მონაწილეებმა წერილი გაუგზავნეს რუსეთის ექს-პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს: სტუდენტები მოითხოვენ შეწყდეს საქართველოს განუყოფელი ნაწილის ანექსია.

საქართველოს კონფლიქტურ ზონებთან მიმართებაში ნატოს მხარდაჭერის იმედი აქვს. სავარაუდოდ, საქართველოსთვის მაპის მინიჭების საკითხი ბუქარესტის სამიტზე გადაწყდება, რომელიც აპრილის თვეში გაიმართება. ექსპერტის, თორნიკე შარაშენიძის აზრით, ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის მაპის მინიჭება არ მოხდება. მთავარი ინდიკატორი ამისა, მისივე თქმით არის გარემოება, რომ სამიტზე ჩადის სტუმრის სტატუსით რუსეთის უკვე ყოფილი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც ბუქარესტში მშვიდად ჩადის, როგორც ჩანს ზოგიერთი ევროპული ქვეყნის გარანტიები აქვს მიღებული, რომ საქართველოს მაპის სტატისის მინიჭებაზე ბუქარესტში უარს ეტყვიან. თუმცა, ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე საქართველოს მაპზე გადასვლას მ.წ. დასრულებამდე არ გამორიცხავს.

XS
SM
MD
LG