ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფხაზეთიდან დევნილები მიხეილ სააკაშვილს მიმართავენ


მოახლოვებული ბუქარესტის სამიტი იყო მთავარი თემა შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარესა და ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებს შორის. ჩვენი მსმენელისთვის ცნობილია რუსეთის ახლად არჩეული პრეზიდენტის დამოკიდებულება საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

დიმიტრი მედვედევს არ სურს რომ საქაართველო ნატოს წევრი გახდეს. ამ მიზნისკენ დიდი ნაბიჯი საქართველომ ბუქარესტის სამიტზე უნდა გადადგას.. თუ საქართველოს ბუქარესტის სამიტზე ალიანსი წევრობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, მოსკოვი აფხასეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით იმუქრება : ამის საფუძვლად რუსეთი აფხაზეთის მოსახლეობის ნებას ასახელებს. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ჯემალ გამახარიას თქმით მოსკოვს მხედველობაში აქვს ეთნოწმენდის პირობებში ამომრჩეველთა დაახლოებით ერთი მეოთხედის მონაწილეობით აფხაზეთის დამოუკიდებლობის თაობაზე 1996 წელს 3 ოქტომბერს ჩატარებული უკანონო რეფერენდუმის შედეგები. :

- დღეს დადგა აუცილებლობა ამ შედეგებს დაუპირისპიროთ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ლეგიტიმურად ჩატარებული პლებისციტი, რომელზეც ამომრჩევლები პასუხს გასცემენ კითხვაზე „მხარს უჭერთ თუ არა აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრას 1993 წელს განხორციელებული ეთნოწმენდის შედეგად დარღვეული დემოგრაფიული სიტუაციის აღდგენამდე - დევნილთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში უპირობო დაბრუნებამდე ?“.

XS
SM
MD
LG