ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას  მხარს არ უჭერს


რუსეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იმუქრება რომ საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში ევროპის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

მედვედევმა ეს განცხადება გაზეთ ფაინანსიალ თაიმსისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით არცერთი სახელმწიფო არ იქნება აღფრთოვანებული როცა მის საზღვრებს მოწინააღმდგეგ სამხედრო ბლოკი უახლოვდება.

ვაშინგტონი მხარს უჭერს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მისწრაფებას ნატოში გაწევრიანების შესახებ, თუმცა ევროპელებს ამასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები გააჩნიათ. პრეზიდენტი ბუში ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრის წინ უკრაინაში ჩავა. ნატოს შეხვედრას რუსეთის პრეზიდნეტი ვლადიმირ პუტინიც დაესწრება.

XS
SM
MD
LG