ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლეთის ქვეყნებმა ვერ შესძლეს ავღანეთისთვის შეპირებული მილიარდობით დოლარის გადარიცხვა


ავღანეთში მომუშავე ჰუმანიტარული ორგანიზაციების მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ დასავლეთის ქვეყნებმა ვერ შესძლეს ავღანეთისთვის შეპირებული მილიარდობით დოლარის გადარიცხვა, რაც მშვიდობის დამყარებისა და აღდგენითი სამუშაოების წარმოებას უთხრის ძირს. ავღანეთში მოქმედი ჰუმანიტარული ორგანიზაციების მაკოორდინირებელი სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა 2001 წლიდან მოყოლებული დღემდე ავღანეთს ოცდახუთ მილიარდ დოლარს შეპირდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით მხოლოდ თხუთმეტი მილიარდის გაღება შესძლო.

ამ ანგარიშში ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა დაპირებული ათი მილიარდის მხოლოდ ნახევარი გაიღო და, რომ გაღებული თანხის ორმოცი პროცენტი, მოგებისა და კონსულტანტებისთვის გაცემული ხელფასების სახით ისევ დონორ ქვეყნებს დაუბრუნდათ. ანგარიშში ნათქვამია, რომ ეფექტურად გაღებულ ჰუმანიტარულ დახმარებას, ძალზე დიდი როლის თამაში ძალუძს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების საქმეში.

XS
SM
MD
LG