ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია


რუსეთის ახალ პრეზიდენტს დ.მედვედევს არ სურს საქართველოს ნატოში გაწევრიანება. რუსეთის პრეზიდენტის აზრით საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებით ევროპის უსაფრთხოება ეჭვქვეშ დადგება. დ.მედვედევი იმესოვნებს, რომ ბუქარესტის სამიტზე, რომელიც აპრილში გაიმართება, ალიანსი საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს. მისივე განცხადებით უკრაინის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია. ეს განცხადებები რუსეთის პრეზიდენტმა ფაინენშელ თაიმისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. საქართველოს დედაქალაქში მდგომარეობა კი შემდეგია :

დღეს დილიდან გაერთიანებულმა ოპოზიციამ რუსთაველის გამზირი გადაკეტა, შეჩერებულია საავტომობილო მიმოსვლა. შიმშილობის დაწყებიდან მე-17 დღეს შეუძლოდ გახდა ზვიად ძიძიგური, იგი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასწრაფოს ექიმის, ნუგზარ ჩაჩავას თქმით, ზ.ძიძიგური კარდიოლოგის დახმარებას საჭიროებს. დღეიდან ზ.ძიძიგურს აქციაზე გოგა ხაინდრავა ჩაენაცვლა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო დღეს შიმშილობა ახალი მემარჯვენეების ორმა წევრმა შეწყვიტა, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებში შიმშილობდნენ. დავით უჯმაჯურიძე და ლაშა ნარჩემაშვილი სახლში გადაიყვანეს, ფიქრია ჩიხრაძის თქმით მათ სოცოცხლეს უკვე საფრთხე ემუქრებოდა.

ერთიანმა ეროვნულმა საბჭომ და ახალმა მემარჯვენეებმა ტელეკომპანია რუსთავი 2 და მზეს ბოიკოტი გამოუცხადეს. ოპოზიცია რუსთავი 2 და მზეს ხელისუფლების ინტერესების დაცვაში ადანაშაულებს. აქციაზე კომენტარისთვის ცნობილ ჟურნალისტს და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ახვლედიანს მივმართე. მისივე თქმით გუშინდელ აქციაზე მან ყოფილ კოლეგებს დახმარება აღმოუჩინა, დაიცვა მზის ჟურნალისტები გაბრაზებული აქციის მონაწილეებისაგან: მზის ჯურნალისტები ეძებდნენ ისეთ რაკურს, სადაც ხალხმრავალი აქცია უნდა გადაეღოთ, როგორც მცირერიცხოვანი. პარლამენტის წინ დღეს რეჟისორმა ქეთი დოლიძემ და მსახიბმა ნანული ჭანკვეტაძემ მჯდომარე აქცია დაიწყეს.

XS
SM
MD
LG