ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერთ დროს სასახელო ამერიკული საჯარო სკოლები დღეს სავალალო მდგომარეობაშია


შეერთებული შტატების საჯარო სკოლები ერთ დროს საუკეთესო კერძო სკოლებსაც კი არ ჩამოუვარდებოდნენ. მაგრამ სოციოეკონომიკურმა ძვრებმა საჟარო განათლებაზეც დიდად იმოქმედა.

1787 წელს მიღებული შეერთებული შტატების კონსტიტუციაში არაფერია ნათქვამი განათლების შესახებ. აქედან გამომდინარე საჯარო განათლებას შტატები განაგებენ. ყოველი შტატი რამდენიმე სასკოლო უბნადაა დაყოფილი. მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი მაირელი ამბობს, რომ როგორც სცანს ამერიკის საჯარო განათლება ერთიან სისტემაში ვერასდროს მოექცევა:

“ჩვენს ქვეყანაში ორმოცდაათი საშტატო და თხუთმეტი ათასი სასკოლო სისტემა ფუნქციონირებს. ეს კი ძალზე განსხვავდება ევროპისა და აზიის სისტემებისგან, რომლებსაც განათლების სამინისტროები განაგებს”. ამბობს პროფესორი მაირელი.

შეერთებული შტატების ისტორიის ადრეულ პერიოდში სკოლებში სწავლა მხოლოდ ზამთარში მიმდინარეობდა. წლის დანარჩენ ნაწილს ბავშვები საოჯახო ფერმებსა და მაღაზიებში მუშაობაში ატარებდნენ.

1837 წელს მასაჩუსეთსის შტატის მთავრობაში მომსახურე ჰორას მანმა მიაღწია იმას, რომ შტატში ექვსთვიანი სწავლება შემოიღე:

“მანმა შტატის განათლების განყოფილებას რამდენიმე წერილი მისწერა, რომლებშიც ამტკიცებდა, რომ რაც უფრო მეტ განათლებას მიიღებენ ბავშვები მით უფრო უკეთესი იქნება საზოგადოებისთვის და რომ განათლებული მოსახლეობა საზოგადოებას სიმდიდრეს მატებს”. ამბობს ნიუ იორკის უნივერსიტეტის განათლების ისტორიის მკვლევარი დაიან რევიჩი.

1890 თსა და 1925 წლებს შორის ამერიკაში ოცდახუთი მილიონი იმიგრანტი ჩამოვიდა. ჯეფრი მაირელის თქმით, მაშინ სწორედ სკოლები ეხმარებოდა ერთიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას:

“იმიგრანტთა ბავშვები ზირითადად დიდ ქალაქებში არსებულ საჯარო სკოლებსი სწავლობდნენ. აქ ისინი ამერიკულ ცხოვრების წესსა და ანგლო-ამერიკულ კულტურას ეზიარებოდნენ”. ამბობს იგი.

დიდი ქალაქების სკოლებსი საუკეთესო პედაგოგები ასწავლიდნენ. მათ შედარებით მაღალ ხელფასებს უხდიდნენ და უახლესი სახელმძღვანელოებითა და ტექნოლოგიური მიღწევებით ამარაგებდნენ;

“ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში კი სისტემამ „დამანგრეველი ცვლილებები განიცადა, რომელთა დამსახურებითაც ყოვლად უვარგისი საჯარო განათლებაის სისტემა ჩამოყალიბდა. თანაც უახლოეს მომავალში ამ სფეროში გამოსწორების მიღწევის იმედი არ ისახება. ქალაქებში არსებული საჯარო სკოლები სავალალო მდგომარეობასი არიან”. გვეუბნება ჯეფრი მაირელი.

სისტემის დაღმავალი ქალაქის მობინადრეთა გარეუბნებში მასობრივმა გადინებამ გამოიწვია. თავიდან ეს იყვნენ ის თეთრები, რომლებიც გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში რასობრივი სეგრეგაციის დასრულებას ეწინააღმდეგებოდნენ. შემდეგ კი საშუალო კლასის წარმომადგენელმა შავკანიანებმა და ლათინოამერიკელებმაც იწყეს ქალაქებიდან გასვლა და უკეთესი სკოლების ძებნა. ვინაიდან საჯარო განათლებისთვის აუცილებელი თანხები გადასახადების აკრეფაზეა დამოკიდებული, ღარიბი ქალაქები ნაკლებს ხარჯავენ განათლებაზე:

“აქ ძალზე თავდადებული მასწავლებლები და სკოლის დირექტორები მოღვაწეობენ, რომლებიც ბავშვებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ. მათ ხსირად ჩაგრულ და არასრულფასოვან ბავშვებთან უწევთ შრომა”. ამბობს ქალბატონი რევიჩი.

ძალზე დიდი განსხვავება აღინიშნება ქალაქებში მდებარე ძირითადად შავკანიანებით დაკომპლექტებულ და გარეუბნებში მდებარე კარგად გამართულ თეთრკანიანთა სკოლებს შორის. ფედერალური სასამართლოს გადაწყვიტილებით, რასობრივი ინტეგრაციის მიზნით ღარიბ რაიონებში მაცხოვრებელი მოსწავლეები სპეციალური ავტობუსების მეშვეობით გადაჰყავთ უკეთესი უბნების სკოლებში. ამ გადაწყვეტილებამ კი თეთრკანიანთა კიდევ უფრო შორს წასვლა გამოიწვია და მთავრობის კონტროლისგან თავისუფალი ახალი კერძო სკოლების სექმნას სეუწყო ხელი.

1965 წელს შეერთებული შტატების ფედერალურმა მთავრობამ საჯარო განათლებისთვის თანხის გამოყოფა დაიწყო. ეს თანხები ძირითადად არასრულფასოვანი ბავშვებისთვის გათვლილი პროგრამების დაფინანსებას ითვალისწინებდა. ფედერალური დაფინანსება საჯარო განათლებისთვის გამოყოფილი სახსრების ათ პროცენტს შეადგენს. სიტუაციის გამოსწორების მცდელობით, წერა კითხვისა და მათემატიკის ერთიანი სტანდარტიზებული ტესტები შემოიღეს:

“ეს იგივეა, რომ ავადმყოფმა მხოლოდ თერმომეტრით სიცხის გაზომვით იმკურნალოს. ბუნებრივია მხოლოდ სიცხის ხშირ-ხშირად გაზომვით გამოჯანსაღება შეუძლებელია”. ამბობს დაიან რევიჩი. ბევრი მშობელი მოითხოვს, რომ სტანდარტირებულ ტესტებს და ახალ ტექნოლოგიებს ნაკლები ყურადრება მიექცეს და მეტი ყურადრება დაეთმოს ისტორიის, მუსიკისა და ხელოვნების სწავლებას”

“ეს მე სისულელედ მიმაჩნია. ინტერნეტი ინფორმაციის მიღების მშვენიერ წყაროს წარმოადგენს. იგი ძალზე გეხმარებათ თუ იცით თუ რას ეძებთ. თუმცა ინტერნეტის მეშვეობით ამა თუ იმ დარგის საფუძვლების შესწავლა შეუძლებელია”. ამბობს პროფესორი მაირელი.

ჯეფრი მაირელი და დაიან რევიჩი თვლიან, რომ შეერთებულ შტატებში ნამდვილად ერთიანი საჯარო განათლების სისტემის ჩამოყალიბება შეუძლებელია. თუმცა მათი აზრით იმისთვის, რომ მდიდარი და ღარიბი სკოლები წარმატებული იყოს და რომ ამერიკელმა მოსწავლეებმა სხვა ერების განათლების დონეს მიაღწიონ, აუცილებელია ეფექტური ერთიანი ეროვნული სასწავლო პროგრამის შემუშავება. ბევრ სპეციალისტს სჯერა, რომ ქვეყანის განათლება უნდა დაუბრუნდეს ძველ სისტემას და არა მხოლოდ სტანდარტირებულ ტესტზე ზრუნავდეს, არამედ ხელოვნების, მუსიკის, გეოგრაფიისა და საერთოდ ჰუმანიტარული მეცნიერებების სწავლებას მიჰყოს ხელი.

XS
SM
MD
LG