ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისი რუსეთის მუქარას პასუხობს


გალის რაიონის ქართულ მოსახლეობაში აფხაზურმა ადმინისტრაციამ საპასპორტო ბლანკების დარიგება დაიწყო, სადაც სპეციალურ გრაფაში მათ უნდა აღნიშნონ, რომ სურთ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება. ბლანკების შევსებიდან 3 თვეში ამ ადამიანებს რუსეთის პასპორტებს გადასცემენ. ვინც ასეთ სურვილს არ გამოთქვამს, მათ გალის რაიონის ტერიტორიიდან გაძევებით ემუქრებიან.

საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საერთაშორისო ორგანიზაციების სახელზე მიმართვის ტექსტს ამზადებს, რუსეთის სათათბიროს დადგენილებაზე კონფლიქტური რეგიონების აღიარებასთან დაკავშირებით. საპარლამენტო ოპოზიცია ამ შეხვედრებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს...

მაშინ, როცა რუსეთი სიტყვიდან საქმეზე გადადის, თბილისი ისევ საერთაშორისო თანამეგობრობის იმედზე რჩება, მათ შორის გაეროს, რომლის მისამართით არაერთი საყვედური გაჟღერებულა ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან. ქვეყნის პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე ხნის წინ, განმუხურის პატრიოტთა ბანაკთან დაკავშირებით გაერო პირდაპირ უმოქმედობაში დაადანაშაულა.. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალ.შალამბერიძე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამბობს, რომ მიმართვა ყველა ქვეყნის სახელზე გაიგზავნება, განსაკუთრებით ნატოს 26 ქვეყნის სახელზე. ერთ კვირაში ბუქარესტის სამიტიტი გაიმართება , სადაც ასევე იქნება ამ საკითხებზე მსჯელობა, რომ რუსეთი ღიად, აშკარად, ჰითლერის რითორიკით ცდილობს წაართვას საქართველოს ტერიტორიები. რუსეთის ეს ქმედებები საქართველოს ყოველგვარი ახსნისგან ათავისუფლებს და ხელს შეუწყობს თბილისს ტერიტორიების აღდგენაში, მიაჩნია პოლიტიკურ თბილისს და ალ.შალამბერიძეს.

XS
SM
MD
LG