ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩეინის განცხადებით, აშშ დაინტერესებულია ისრაელ-პალესტინას შორის მშვიდობის მიღწევით


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის განცხადებით ბუშის ადმინისტრაცია დაინტერესებულია ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო პროცესის წარმატებით. იერუსალიმში ისრაელის პრეზიდენტთან შიმონ პერესთან შეხვედრისას დიკ ჩეინიმ განაცხადა რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენები ისრაელთან ერთად შეერთებულ შტატებსაც უქმნის საფრთხეს. შიმონ პერესმა თავის მხრივ კიდევ ერთხელ დაადასტურა ისარელის შეშფოთება ირანის პოლიტიკის გამო. მისი თქმით ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის განცხადებებს სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ. დიკ ჩეინი მოგვიანებით პალესტინის პრეზიდენტთან მაჰმუდ აბასთან და პრემისრ-მინისტრ სალამ ფაიადთან შეხვედრას გეგმავს.
XS
SM
MD
LG