ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვიპროსის პრეზიდენტი ნიქოზიაში თურქული კვიპროსის ლიდერ ხვდება


კვიპროსის პრეზიდენტი დემეტრის ქრისტოფიასი დღეს ნიქოზიაში თურქული კვიპროსის ლიდერ მეჰმეტ ალი ტალატს ხვდება. შეხვედრა კვიპროსის ირგვლივ შექმნილი პრობლემის გადაწყვეტას ისახავს მიზნად.

პრეზიდენტი ქრისტოფიასი აცხადებს, რომ დაყოვნებისთვის დრო აღარ დარჩა და რომ მოლაპარაკებები წარმატებით უნდა დასრულდეს. მისი განცხადებით, წარუმატებლობა დამანგრეველი დარტყმა იქნება თურქეთის, ისევე როგორც საბერძნეთის კუთვნილი კვიპროსის მოსახლეობისთვის.

შეგახსენებთ, რომ 1974 წელს თურქეთმა კუნძული დაიპყრო კვიპროსის ეროვნული გვარდიის მიერ მოწყობილი ამბოხის შემდეგ საბერძნეთთან შეერთების მიზნით. მას შემდეგ კვიპროსი თურქეთსა და საბერძნეთს შორისაა გახლეჩილი.

დღევანდელ შეხვედრაზე სავარაუდოდ ყურადღებას გაამახვილებენ 2006ს წელს გაეროს შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე.

მოლაპარაკებები ასევე შეეხება ქალაქ ნიქოზიაში ორივე საზღვრის მხარეს თავისუფალი მიმოსვლის დერეფნის გახსნას.

XS
SM
MD
LG