ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბილ რიჩარდსონი ბარაკ ობამას კანდიდატურას დაუჭერს მხარს


ნიუ მექსიკის გუბერნატორი და ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ბილ რიჩარდსონი აშშ პრეზიდენტის პოსტზე ბარაკ ობამას კანდიდატურას დაუჭერს მხარს.

ბატონი ობამას საარჩევნო შტაბის წევრები აცხადებენ, რომ ბატონები რიჩარდსონი და ობამა დღეს ორეგონის შტატის დედაქალაქ პორტლენდში საჟაროდ გამოვლენ.

საინფორმაციო სააგენტო “ასოშეითედ პრესის” ინფორმაციით, რიჩარდსონმა ობამა მოიხსენია იმ ლიდერად, რომელსაც ნამდვილად ძალუძს ქვეყნის გაერთიანება.

აღსანიშნავია, რომ ბილ რიჩარდსონი ამერიკაში ერთადერთი ლათინურ-ამერიკული წარმოშობის გუბერნატორია, იგი ასევე იყო ენერგეტიკის მინისტრი ბილ ქლინტონის ადმინისტრაციაში და ამერიკის ელჩი გაეროში.

ბოლოს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, ლათინო-ამერიკელები ობამას მეტოქეს-ჰილარი ქლინტონს ანიჭებენ უპირატესობას.

ამ ფონზე, ბარაკ ობამა მაინც ლიდერობს დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე წარსადგენი დელეგატების რაოდენობით, რაც მის მიერ რიგ შტტებში მიღწეული პირველადი არჩევნების გამარჯვების შედეგია.

XS
SM
MD
LG