ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დალაი ლამა  ჩინეთის ლიდერებს შეხვდება


დალაი ლამამ ჩინეთის ლიდერებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა ამ ქვეყნის პრეზიდენტის ჰუ ჯინტაოს ჩათვლით ტიბეტში მიმდინარე გამოსვლებთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის განხილვის მიზნით.

ტიბეტის სულიერი ლიდერი გარკვეული რისკის მიუხედავად მზადაა დაუყოვნებლივ გაემგზავროს ჩინეთში თუ ამას აუცილებლობა მოითხოვს.

ჩინეთი დალაი ლამას ლჰასაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებაში ადანაშაულებს, რაც ძალადობაში გადაიზარდა. ანტი სამთავრობო გამოსვლები ტიბეტის სხვა პროვინციებშიც გავრცელდა.

ჩინეთის ხელისუფლებამ 24 ადამიანი დააპატიმრა ამ გამოსვლებთან დაკავშირებით. ტიბეტის საზღვრისპირა რაიონებში ჩინეთმა ჯარები შეიყვანა.

XS
SM
MD
LG