ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ-ყაიდას ლიდერმა ოსამა ბინ-ლადენმა განცხადება გააკეთა


წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურის ხელახლა დაბეჭდვის გამო ალ-ყაიდას ლიდერმა ოსამა ბინ-ლადენმა განცხადება გააკეთა. იგი იმუქრება, რომ კარიკატურის დაბეჭდვა ევროკავშირს არ შერჩება. ბინ- ლადენის განცხადების აუდიოჩანაწერი, ალ-ყაიდასთან დაკავშირებულმა ვებგვერდმა ალ-ეხლაასმა განათავსა.

ჩანაწერში, ბინ-ლადენის მსგავსი ხმა აცხადებს, რომ კარიკატურის დაბეჭდვა უფრო დიდი შეურაცხყოფაა მუსლიმანური სამყაროსთვის ვიდრე დასავლეთის მიერ ბავშვებისა და ქალების დაბომვა. ჩანაწერს ერთვის ფოტო, რომელზეც კალაშნიკოვის ავტომატმოღერებული ალ-ყაიდას ლიდერია აღბეჭდილი. შეგახსენებთ, რომ 2006 წელს წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურის დანიურ პრესაში დაიბეჭდვამ, მუსლიმანური სამყაროს ძლიერი რისხვა გამოიწვია. გასულ თვეს დანიასი კარიკატურის ხელახლა დაბეჭდვა გადაწყვიტეს. ნახატზე მუჰამედი ბომბის ფორმის ჩალმითაა გამოსახული.

პრესამ ეს ნაბიჯი სიტყვის თავისუფლების დაცვის გამო გადადგა, ვინაიდან დანიის პოლიციამ გახსნა შეთქმულება, რომელიც კარიკატურის შემქმნელი მხატვრის მოკვლას ისახავდა მიზნად. ბინ-ლადენი აცხადებს, რომ კარიკატურის დაბეჭდვა ისლამის წინააღმდეგ მიმართული ჯვაროსნული ლაშქრობის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG