ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზ. ბუშის განცხადების თანახმად, მძიმე საფასურის მიუხედავად ერაყის ომის წამოწყება მაინც ღირდა


პრეზიდენტი ბუში ამბობს, რომ მძიმე საფასურის მიუხედავად, ერაყის ომის წამოწყება მაინც ღირდა. დღეს თეთრ სახლში გამოსვლის დროს, ერაყის ომის დაწყებიდან ხუთი წლის თავზე, პრეზიდენტი ბუში დაიცავს ერაყში შეჭრისა და სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის გადაწყვეტილების მიღებას. თეთრი სახლის მიერ წინასწარ გამოქვეყნებული პრეზიდენტ ბუშის სიტყვის ამონადირების მიხედვით, ომი მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ძალზე ძვირი დაჯდა და უწყვეტად მიმდინარეობს დებატები იმის თაობაზე იყო თუ არა აუცილებელი ამ ომის წამოწყება. მაგრამ სიტყვით გამოსვლისას ბატონი ბუში აღნიშნავს, რომ ომი წარმატებით მიმდინარეობს. მითუმეტეს დამატებითი ოცდაათ ათასიანი სამხედრო კონტინგენტის ერაყში შეყვანის შემდეგ. პრეზიდენტი განაცხადებს, რომ სამხედრო კონტინგენტის გაფართოებამ სტრატეგიული მნიშვნელობის გამარჯვების მიღწევას შეუწყო ხელი და, რომ არაბები ზურგს აქცევენ ოსამა ბინ ლადენის სასტიკ იდეოლოგიას. პრეზიდენტი იტყვის, რომ ომის მოწინააღმდეგეები იმიტომ აზვიადებენ ომისთვის გაწეულ ხარჯებს, რომ ისინი ვეღარ ამტკიცებენ იმას, რომ ამერიკა ერაყის ომს წარუმატებლად აწარმოებს.
XS
SM
MD
LG