ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზ. სააკაშვილი პრეზ. ბუშს შეხვდა


დღეს თეთრ სახლში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეერტებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს შეხვდა. ამ შეხვედრისას ყურადღება საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებზე და სხვა საკითხებზე გამახვილდა.

გუშინ ნიუ იორკში ბატონი სააკაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის სავაჭრო ემბარგოს მოხსნის გადაწყვეტილების მიღებამ, აფხაზეთში განლაგებული რუსული სამშვიდობო კონტინგენტის მისიის ლეგალურობა ეჭვის ქვეშ დააყენა. ბატონმა სააკაშვილმა აგრეთვე განაცხადა, რომ გაერომ მარცხი განიცადა მთავარი მიზნის მიღწევის საქმეში, ვინაიდან მისიამ აფხაზეთიდან დევნილების უკან დაბრუნებას ხელი ვერ შეუწყო.

XS
SM
MD
LG