ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში კოალიციის ჯარისკაცებმა შემთხვევით სამი ერაყელი პოლიციელი მოჰკლეს


ერაყის ხელისუფლების განცხადებით, ქალმა კამიკაძე ტერორისტმა თავი აიფეთქა ქალაქ ბალად რუზში. აფეთქების შედეგად, გარდაიცვალა სამი ადამიანი, დაშავდა 12 სხვა. ამ ფონზე, ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კირკუკში კოალიციის ჯარისკაცებმა შემთხვევით მოჰკლეს სამი პოლიციელი. ოპერაციისას დაშავდა ერთი პოლიციელი. სამშაბათს, ერაყის სუნიტურმა ბლოკმა ბოიკოტი გამოუცხადა კონფერენციას, რომელიც ერაყის სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შერიგების მიღწევის მიზნით შეიკრიბა.. ერაყის პრემიერ მინისტრმა ნური ალ მალიკიმ, კონფერენციის გახსნისას პოლიტიკოსებს სწორედ ეროვნული შერიგების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ამ ფონზე, რადიკალური ლიდერის მოქტადა ალ სადრის მომხრე შიიტური დაჯგუფება ასევე ტოვებს კონფერენციას. ჯგუფის წევრებმა უკვე განაცხადეს, რომ შეხვედრა პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება.
XS
SM
MD
LG