ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის პრემიერი მზად არის დალაი ლამას შეხვდეს


კომუნისტური პარტიის მაღალი რანგის წარმომადგენელმა ტიბეტში განაცხადა, რომ ჩინეთს დალაი ლამასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა აქვს მაშინ როდესაც ოფიციალური პეკინი ცდილობს ტიბეტში მიმდინარე არეულობა მოაგვაროს. სახელმწიფო მას მედიით გაკეთებულ განცხადებაში კომუნისტური პარტიის ლიდერმა ტიბეტის განდევნილ ლიდერს ბერის ანაფორაში გადაცმული მგელი უწოდა და პარტიის წევრებს მეტრზე შეტევისკენ და სტაბილობის დაცვისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რომ ტიბეტში, ჩინეთის ხელისუფლების წინააღმდეგ მშვიდობიანი დემონსტრაციები გასულ კვირას დაიწყო. საპროტესტო მანიფესტაციები ძალადობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, ამბოხში ჩინეთი მუდმივად ადანაშაულებს დალაი ლამას. ბრალდებას სასულიერო ლიდერი უარყოფს. ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, ლჰასაში მიმდინარე არეულობისას 13 ადამიანი დაიღუპა. ტიბეტის განდევნილი ხელისუფლება კი აცხადებს, რომ დაღუპულია სულ ცოტა 99 ადამიანი.
XS
SM
MD
LG