ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში კიდევ ერთ ტერაქტს ჰქონდა ადგილი


კამიკაძე ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად დაიღუპა ნატოს სამი ჯარისკაცი და ოთხი ავღანელი. დანიის თავდაცვის სამინისტრომ დღეს ოფიციალურად დაადასტურა ჰელმანდის პროვინციაში მისი ორი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის ფაქტი. ამას გარდა ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა რომ ტერაქტის დროს მისი ერთი ჯარისკაციც დაიღუპა. ნატოს ოფიციალური განცხადების თანახმად დაღუპული ავღანელებიდან ერთრთი თარჯიმანი იყო.

პოლიციის მონაცემეების მიხედვით აფეთქების დროს დაიჭრა სულ მცირე შვიდი კაცი. ჯერჯერობით არავის უკისრია პასუხისმგებლობა ტერაქტისათვის. შეგახსენებთ რომ ჰელმანდის პროვინციაში დისლოცირებული სამხედრო მოსამსახურეების უმეტესობას ბრიტანელები შეადგენენ თუმც იქ განლაგებულ ნატოს ძალებში დანიას ხუთასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს.

XS
SM
MD
LG