ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ მაქეინი მოულოდნელად ბაღდადში ჩადის


ამერიკელი სენატორი და საპრეზიდენტო კანდიდატი ჯონ მაქეინი ბაღდადში მოულოდნელად ჩავიდა ერაყელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებთან შესახვედრად. 2003 წელს, ერაყში ამერიკული ძალების შეჭრის შემდეგ, მაქეინი ბაღდადში მერვედ ჩადის. ამერიკის საელჩო ბაღდადში აცხადებს, რომ მაქეინი ერაყის დედაქალაქში დღეს ჩავიდა, თუმცა დამატებითი ინფორმაციის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა. ჯონ მაქეინი მომავალი ერთი კვირის განმავლობაში იორდანიაში, ისრაელში, დიდი ბრიტანეთსა და საფრანგეთში იმოგზაურებს.
XS
SM
MD
LG