ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტიბეტში არეულობა გრძელდება


თვითმხილველების განცხადებით, ტიბეტის დედაქალაქ ლჰასაში, ჩინეთის შორეულ რეგიონში მიმდინარე გამოსვლების შემდეგ დღეს სროლის ხმა ისმოდა. ტურისტების ინფორმაციით, ლჰასაში ხანძრის პარალელურად, ქუჩის ძალადობაც დაფიქსირდა. ასოშეითედ პრესის განცხადებით, აშშ საელჩო პეკინში აფრთხილებს ამერიკელებს ლჰასაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. საელჩოს განცხადებით, ძალადობისა და ცეცხლის შესახებ მართლაც არის უტყურარი ინფორმაცია. ჩIნეთის ოფიციალური ქსინჰუას საინფორმაციო სააგენტო კი იტყობინება, რომ ლჰასაში დღეს რამდენიმე მაღაზია გადაქვეს. ადგილობრივი ფირმების წარმომადგენლები მიმდინარე მოვლენების გამო იძულებულნი იყვნენ დაეკეტათ საწარმოები. ქსინჰუა ასევე იტყობინება, რომ ამოუცნობი დაზიანებების გამო ხალხი საავადმყოფოშია მოთავსებული. მიმდინარე კვირის განმავლობაში ტიბეტში ბუდისტი ბერებისა და ჩინეთის ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი სხვა ადამიანების მიერ მიმდინარე საპროტესტო აქციები ყველაზე მასშტაბურია ათწლეულების მანძილზე.
XS
SM
MD
LG