ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ოპოზიცია ნინო ბურჯანაძის გადადგომას ითხოვს


- ნინო ბურჯანაძეს როგორც პოლიტიკოსს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს მოქალაქეს აღარ აქვს მორალური უფლება იყოს ამ თანამდებობაზე. მოვითხოვთ მან დატოვოს თანამდებობა ! - ასეთი განცხადება გააკეთეს დღეს ნინო ბურჯანაძის მისაღებში მოშიმშილე ახალმა მემარჯვენეებმა. ახლების თქმით, მათი მოთხოვნა გაერთიანებულ ოპოზიციასთან შეთანხმებულია. ახლების, და როგორც აღმოჩნდა გაერთიანებული ოპოზიციის გადაწყვეტილება იყო პასუხი ნ.ბურჯანაძის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან ოპოზიცია სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვაში დაადანაშაულა და მათ დიალოგისკენ მოუწოდა. ოპოზიცია უარით პასუხობს საქართველოს პრეზიდენტის წინადადებაზეც დიალოგის განახლების შესახებ. დავით გამყრელიძის თქმით, ხელისუფლებამ მ.სააკაშვილის და ნ.ბურჯანაძის ხელმძღვანელობით ყველა შეთანხმება დაარღვია. რესპუბლიკელი თ.ხიდაშელი შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს შემდეგნაირად ხედავს : პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს პარლამენტის 12 მარტის გადაწყვეტილებას მაჟორიტარებთან დაკავშირებით. ასეთ ვითარებაში დღეს ოფიციალურად დაფუძნდა ახალი პარტია „ჩვენი საქართველო“, ბ.პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ბაზაზე, პარტიის თავმჯდომარედ დელეგატებმა შტაბის უფროსი, პარლამენტის წევრი გოჩა ჯოჯუა დაამტკიცეს. გ.ჯოჯუას პარლამენტის წინ გაშლილ კარვებთაბ შევხვდი, სადაც იგი მოშიმშილეების მოსანახულებლად მივიდა..
XS
SM
MD
LG