ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრიის კანცლერი ავსტრიელი მძევლების განთავისუფლებას ითხოვს


ავსტრიის კანცლერი ალფრედ გუსენბაუერი ალ ყაიდას მიერ გატაცებული ორი ავსტრიელი ტურისტის განთავისუფლებას ითხოვს. ავსტრიელი ტურისტები გატაცების მომენტში ტუნისში მოგზაურობდნენ. ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზე ჩასვლის შემდეგ ბატონმა გუსენბაუერმა გამოსცა განცხადება. მისი თქმით ახლა პრიორიტეტია მძევლების ჯანმრთელობა. ბატონი გუსენბაუერი აცხადებს, რომ ავსტრია არ დააკმაყოფილებს ტერორისტების მოთხოვნებს. ინტერნეტში გამოქვეყნებულ განცხადებაში, ჯგუფი, სახელწოდებით “ ალ ყაიდა ისლამურ მაღრიბში” თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას ვოლფგანდ ებნერისა და მისი მეგობარი ქალი- ანდრეა კლოიბერის გატაცებაზე. ჯგუფი ითხოვს ტუნისში და ალჯირში დაკავებული პატიმრების განთავისუფლებას. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების ბოლო ვადად ტერორისტები კვირას, 16 მარტის შუაღამეს ასახელებენ.
XS
SM
MD
LG