ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისი რუსეთის სათათბიროს განხილვის შედეგებს ელოდება


თბილისი რუსეთის სათათბიროს განხილვის შედეგებს ელოდება. მოძრაობა „სამხრეთ ოსეთის ხალხი მშვიდობისთვის“ სპიკერმა ვლადიმერ სანაკოევმა დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ხვალ თბილისში რუსეთის საელჩოსთან მოძრაობა რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავს. მისივე განცხადებით, საქართველოზე ზეწოლის მიზნით რუსეთში ცალკეული პირები აფხაზეთით და სამხრეთ ოსეთით სპეკულირების პოლიტიკას განაგრძობენ.

ხვალ რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ სეპარატისტული ლიდერების, ბაღაფშის და კოკოითის მიმართვები უნდა განიხილოს : საქართველოს ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

საქართველო დაელოდება რუსეთის სათათბიროს მიერ ხვალ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საკითხის აღიარება-არაღიარების განხილვის შედეგებს და რეაგიარებას მხოლოდ ამის შემდეგ მოახდენს, აცხადებს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ბაქრაძე.

აღნიშნულ საკითხზე ჩვენი სტუმარი ვლადიმერ სანაკოევი გვესაუბრება, რომელიც ამბობს, რომ ხვალინდელ პიკეტში რუსეთის საელჩოსთან ოს ხალხთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ყველა, ვისთვისაც საქართველო სამშობლოა.

XS
SM
MD
LG