ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკონომიკური სანქციები


როგორ ხდება ეკონომიკური სანქციების შემოღება არასასურველი რეჟიმებისა და ინდივიდების წინააღმდეგ?

როდესაც ერთი სახელმწიფო, მეორე ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების შემოღების აუცილებლობას გრძნობს, ამ ზომის მიღების უფლებას ეროვნული პარლამენტი ან ქვეყნის მეთაური ფლობს:

“ცალკეული ქვეყნები ძალზე იშვიათად ფლობენ იმის უნარს, რომ მათ მიერ შემოღებულმა სანქციებმა იმუშაოს, ვინაიდან მომარაგების ალტერნატიული გზა ყოველთვის არსებობს და იმ ქვეყნებს, რომელთა წინააღმდეგაც სანქციებია მიღებული თითქმის ყოველთვის ძალუძთ ამ სანქციების გარღვევა”. ამბობს ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორი ტომ უეისი.

გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას შესწევს მათ მიერ შემოღებული სანქციების, მხოლოდ საკუთარი ძალებით წარმატებით განხორციელების უნარი, სანქციების შემოღების მოსურნე ქვეყნები უმეტეს შემთხვევაში გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავენ ხოლმე იმ იმედით, რომ ასეთმა სანქციებმა გაეროს წევრი ქვეყნების მხარდაჭერა მოიპოვოს.

გაეროს უშიშროების საბჭო იმ შემთხვევაში ემხრობა დამსჯელი სანქციების სემოღებას, როდესაც საერთაშორისო მშვიდობა მუქარის ქვეშაა და დიპლომატიამ კი მარცხი განიცადა.

ბოლო დროს უპირატესობას ეგრეთწოდებულ “ჭკვიანურ სანქციებს” ანიჭებენ, რომლებიც ეკონომიკურ, სავაჭრო და იარაღით ვაჭრობაზე ემბარგოს, კერძო პირების მოგზაურობის აკრძალვას და მათი საბანკო ანგარისების გაყინვას ითვალისწინებს.

ბირთვული სამუშაოების არ შეწყვეტის გამო და გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ბევრს სჯერა, რომ ირანი სინამდვილეში ბირთვული იარაღის შექმნას ლამობს, მიმდინარე თვეს გაეროს უშიშროების საბჭომ ირანის მთავრობის წევრების წინააღმდეგ შემოიღო მსგავსი სანქციები.

“ირანის რეჟიმი ნამდვილად არ არის ამ სანქციების შემოღების მოხარული. თეირანს ძალზე სურს საერთაშორისო საზოგადოებრიობის წევრობა და ამიტომაც ირანი ზალზე დიდ ზალისხმევას ხარჯავს იმისთვის, რომ სანქციებმა ვერ იმუშაოს და ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ ამ სანქციებს რეალურად ძალუძს რაიმე შედეგის გამოღება, არამედ იმიტომ, რომ ამ სანქციებს ძელზე დიდი სიმბოლური დატვირთვა ახლავს თან”. ამბობს პროფესორი ვეისი.

გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სანქციების შემოიღების შემდეგ, ამ სანქციების აღსრულებას გაეროსთან არსებული რამდენიმე სპეციალიზირებული სააგენტო და სხვა სამთავრობათშორიშო ორგანიზაცია ადევნებს თვალყურს. მათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო პოლიცია ინტერპოლი, რომელშიც მსოფლიოს ას ოთხმოცი ქვეყანაა გაერთიანებული. ამ ორგანიზაციის ძალზე კარგად მომზადებული პერსონალი, იარაღით ვაჭრობაზე და მოგზაურობის ემბარგოების და საფინანსო სანქციების აღსრულებას ადევნებს თვალს.

ევროკავშირის, არაბული სახელმწიფოების ლიგის და ამერიკის სახელმწიფოების მსგავსი რეგიონალური ორგანიზაციებიც ძალზე მნისვნელოვან როლს თამაშობენ სანქციების აღსრულების საქმეში.

თუმცა საერთაშორისო ძალისხმევის მიუხედავად, ბევრი ექსპერტი თვლის, რომ მხოლოდ სანქციების შემოღების საშუალებით სასურველი მიზნის მიღწევა თითქმის შეუძლებელია.

XS
SM
MD
LG