უკანასკნელ დროს რამდენიმე მნიშვნელოვანმა მოვლენამ განსაზღვრა ის საკითხი, რომ ქართულ სატელევიზიო მედიაში კონფლიქტების თემა, კერძოდ კი აფხაზურ-ქართული კონფლიქტი ძალიან აქტუალური გახდა. ამას ხელი შეუწო 10 დღის განმავლოაბში სოხუმში დაპატიმრებული ჟურნალისტის ფაქტმა. სამწუხაროდ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაჩნდა უკმარისობის გრძნობა, რომ ეს უკანასკნელი ფაქტი არ იყო სათანადოდ გამოძიებული, განხილული, გაანალიზებული. დაკავებულმა და შემდეგ გათავისუფლებულმა ჟურნალისტმა არა ერთხელ განაცხადა, რომ იქ ყოფნის ჟამს ძალიან ნათლად დაინახა, რომ სოხუმის მთავრობას ძალიან ეშინია ქართველების და ყველაზე მეტად საქართველოს პრეზიდენტის. ამ უკანასკნელ მოვლენაზე კომენტარს აკეთებს სოხუმიდან დევნილი ჟურნალისტი, ქალბატონი მანანა დარჯანია.
მანანა დარჯანია – მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ შეიძლება რომ ჟურნალისტი შევიდეს აფხაზეთში. წინასწარ უნდა მოიპოვო უფლება და აკრედიტაცია იქ შესვლის და გადაღების. მე ცოტა არ იყოს გამიკვირდა, ტელეკომპანია მზის კომენტარი არ ყოფილა, იმასთან დაკავშირებით: - მან მისცა დავალება აფხაზეთში შესვლის თუ ეს ჟურნალისტი თავისი ინიციატივით შევიდა იქ?! ამიტომ მე მიჩნდება ეჭვი, რომ ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია, რომელიც გათვლილი იყო სწორედ იმ შედეგზე, რომელიც მას მოჰყვა. ისევ ჩნდება პრეცენდენტი რომ ამ ურა პატრიოტებმა, უნდათ რომ მოიპოვონ ღირსების ორდენი. ყველამ იცის რომ აფხაზურ საპატიმროში მათ არავინ მოკლავს, მაგრამ ღირსების ორდენი გარანტირებულია. აგრეთვე, მაგალითად, ინტერაქტივი “კონფლიქტის მოგვარება ომით თუ მშვიდობით?” – აი ასეთი გამოკითხვა ცალსახად უნდა იწვევდეს საზოგადოებაში გაღიზიანებას.
მედია უნდა დაჯდეს და შეიმუშავოს, იმსჯეელოს იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოიქცეს მომავალში, შეიმუშავოს საკუთარი დოკუმენტი, შესაძლებელია ტერმინილოგიაზეც შეთანხმდეს და ა.შ. წინასწარ უნდა განისაზღვროს რა როგორ შედეგს გამოიღებს და რა იქნება მეტად მიზანშეწონილი.
- ასე, რომ ქართული სატელევიზიო მედიის და ჟურნალისტიკის არაპროფესიონალიზმი ამ მხრივაც თვალსაჩინოა, მაგრამ ეს ის საკითხია, სადაც შესაძლებელია პატარა შეცდომას, ქვეყანაში ფატალური შედეგი მოჰყვეს.