ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განიმათ ზაჰიდოვს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს


ეუთომ დაგმო აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაპატიმრება.

გაზეთ აზადლიქის მთავარ რედაქტორს განიმათ ზაჰიდოვს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ხულიგნობის ბრალდებით. ეუთოს განცხადებით დაცვის მხარის მოწმეებს სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემის უფლება არ მისცეს.

ზაჰიდოვი შარშან ნოემბერში დააკავეს ბაქოში აზერბაიჯანელი ქალის საჩივრის საფუძველზე, რომელიც ამტკიცებს რომ ჟურნალისტმა მას გაზეთის რედაქციის წინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ეუთო ამტკიცებს რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ჟურნალისტების დაპატიმრებას სხვადსხვა საბაბით ცდილობს, რაც მათ პროფესიულ საქმიანობასთან არ არის დაკავშირებული.

XS
SM
MD
LG