ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერბეთის საპარლამენტო არჩევნები


სერბეთის მთავრობამ პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისკენ და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა, რომელიც სავარაუდოდ მაისში გაიმართება.

სერბეთის პრემირ-მინისტრმა ვოიცლავ კოშტუნიცამ განაცხადა რომ ამჟამინდელი მთავრობის ფუნქციონირება ფერხდება კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო.

სერბეთის რეფორმატორი პრეზიდენტი ბორის ტადიჩი არ ეთანხმება კოშტუნიცას ამ განცხადებას და მიიჩნევს რომ ხელისუფლებას კოსოვოსათან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია უკავია. ვოიცლავ კოშტუნიცას მსგავსად პრეზიდენტი ტადიჩიც თვლის რომ კოსოვო სერბეთის განუყოფელი ნაწილია, თუმცა ამავე დროს ის ევროკავშირთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებას ცდილობს.

XS
SM
MD
LG