ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული კულტურა აშშ-ში


- ქართული კულტურის, ძველი და თანამედროვე ხელოვნების საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა კულტურის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო გასული წლების განმავლობაში. ამის შესახებ კულტურისა მინისტრი ნიკა ვაჩეიშვილი მოგვახსენებს. ნიკა ვაჩეიშვილი – ქვეყნის გარეთ 2007-ში იყო ძალიან კარგი პროგრამები, სადაც უამრავი ძალიან კარგი მხატვარი, მუსიკოსი, მოქანდაკე თუ თეატრალური დასი იყო გეგმაზომიერად ჩასული ამერიკასა თუ ევროპაში. და ეს იყო ერთგვარი პოლიტიზირებული ხელოვნების გაცნობა. იმისათვის, რომ საქართველოს იმიჯი, მისი კულტურის სახე ყოფილიყო კიდევ უფრო კარგად მიტანილი დასავლეთის საზოგადოებამდე. მე ვფიქრობ ეს ძალიან ეფექტური იყო. - განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები აღმოჩნდა. შესაძლებელია სოწორედ ამგვარი ტურნეები აღმოჩნდა იმის საწყისი, რომ საქართველო აღარ მოიაზრებოდეს ამერიკის ერთერთ შტატად. ნიკა ვაჩეიშვილი – თუნდაც ვაშინგტონის თუ ნიუ-იორკის გამოფენები, ჩვენი ანტიკური საგანძურის გამოფენები. ეს პროექტი იყო ერთ-ერთი ეფექტური და თუ რამდენიმე წლის წინ ჯერ კიდევ საქართველო ამერიკის ერთ-ერთ შტატად მოიაზრებოდა, ვფიქრობ ეს პრობლემა აღარ არის. რეს დილით, გამთენიისას ამერიკაში გამეგზავრა თბილსის ოპერის ორკესტრი, საბალეტო დასთან შესაერთებლად და იქ არის დაგეგმილი უამრავი კონცერტი-სპექტაკლი ქართული ბალეტის წარმოსაჩენად. - ეს ინტერვიუ მაშინ ჩაიწერა, როდესაც თბილისის საბალეტო დასი ამერიკაში მიემგზავრებოდა გასტროლებზე. ახლა კი რამდენიმე დღეში ეს გასტროლები უკვე სრულდება. ამერიკულ პრესაში ქართულ ბალეტზე ბევრს წერენ. გაზეთი “ნიუ-იორკ თაიმსი” წერს, რომ “მიხეილ სააკაშვილმა დიდი ხნის განმავლობაში უყურადღებოდ დარჩენილი ბალეტის აღორძინება, საერთაშორისო ვარსკვლავს ნინო ანანიაშვილს დაავალა. პრეზიდენტად არჩევიდან 5 თვის განმავლობაში სააკაშვილმა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მოცეკვავეები თბილისში დააბრუნა. დღეს საქართველოს საბალეტო დასი უკვე ნიუ-იორკშია და ბრუკლინის მუსიკალურ აკადემიაში სპექტაკლებს მართავს”. საქართველოს საბალეტო დასის ამერიკულ გასტროლებს სტატია მიუძღვნა “ნიუ-იორკ პოსტმაც”. ავტორი კლაივ ბარსი იხსენებს ვახტანგ ჭაბუკიანის “ოტელოს” და ბალანჩინის “სერენადას”. მისი თქმით, სწორედ ქართული დასი გახდა პირველი, საბჭოთა პერიოდში, რომელმაც ბალანჩინის ეს სპექტაკლი დადგა. ნინო ანანიაშვილის შესახებ კი ავტორი წერს, რომ მას შემდეგ რაც პრიმა ბალერინა ჩაუდგა სათავეში ქართულ საბალეტო დასს, მან სამ წელიწადში შეძლო შეერთებულ შტატებში გასტროლებიც მოეწყო და ნიუ-იორკის საბალეტო სეზონიც გაეხსნა. ნინო ანანიაშვილი ერთერთი ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს: ნინო ანანიაშვილი – მე ნამდვილად კმაყოფილი ვარ, როგორც ხელმძღვანელი. ეხლა ვიმყოფებით ჩიკაგოში. ძალიან კარგი შეფასება მიიღო მთლიანად დასმა, სადაც ძირითადად ახალგაზრდები ცეკვავენ, ძალიან კარგი შეფასება მიიღო ჩვენმა ახალმა პროგრამამ და განსაკუთრებით ბალეტმა “საგალობელი”. - ასე, რომ ძველი და კლასიკური ხელოვნების ექსპორტი საზღვარგარეთ გრძელდება და ტრადიციულად წარმატებულად. ახლა, ალბათ კარგი იქნება თუკი დაველოდებით რა სახით და რა სიხშირით გავა საქართველოს ფარგლებს გარეთ თანამედროვე ქართული ხელოვნება, რომელზეც ახალმა კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ მომავალში აქტიურად მიხედავს ამ საკითხს.
XS
SM
MD
LG