ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომხეთში დიალოგის მოსაგვარებლად დიალოგის გამართვაა საჭირო


სომხეთში დაწესებული საგანგებო მდომარეობის გამო ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები შეშფოთებას ვერ მალავენ. სომხეთის ათასობით მოქალაქემ ერევანში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო მანიფესტაციებში მიიღო მონაწილეობა. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარ დაპირისპირებას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 100ზე მეტი. დააკავეს ათობით დემონსტრანტი. პრეზიდენტმა რობერტ კოჩარიანმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რის გამოც დემონსტრაციების გამართვა აკრძალულია. ორგანიზაცია “ჰუმან რაითს ვოჩის” წარმომადგენელმა ჰოლი კარტნერმა სომხეთის მთავრობას მოუწოდა დაუყოვნებლივ გამოიძიოს პოლიციისა და შეიარაღებული ძალების მიერ სასიკვდილო ძალის გამოყენების შემთხვევები და რამდენად შეესაბამებოდა ისინი საერთაშორისო სტანდარტებს. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი კი სომხეთის მთავრობას დამოუკიდებელი მედიისა და ვებ გვერდების ცენზურის შეყწვეტას თხოვს. კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი ჯოელ საიმონი აცხადებს, რომ ორგანიზაცია შეშფოთებულია წინააღმდეგობრივი არჩევნების შემდეგ მედიის ცენზურის უსირცხვილო მცდელობით. ამერიკაში სომხური ასამბლეის დირექტორი არპი ვარტანიანი, ამბობს, რომ სომეხ ხალხს პრობლემის მშვიდობიანი დარეგულირება სურს. “ამ პროცესების დარეგულირება ყველას მშვიდობიანად სურს. ჩვენ დამჭუხრებულები ვართ ადამიანების სიკვდილით . მნიშვნელოვანია მხარეებს შორის დიალოგის გამართვა. რათქმა უნდა კანონის უზენაესობის დაცვაც აუცილებელია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სასამართლო სისტემა უმთავრეს როლს შეასრულებს პროცესის დარეგულირებაში და რომ გამოტანილი იქნება მიუკერძოებელი გადაწყვეტილებები.” ციტატის დასასრული აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შონ მაკორმაკმა გამოქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დაპირისპირებულმა მხარეები შემდგომი ძალადობა უნდა აიცილონ თავიდან, კანონის ფარგლებშI იმოქმედონ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი პროვოკაციებისგან და განაახლონ პოლიტიკური დიალოგი. უკანონო შემთხვევები, ძალადობისა და ძარცვის ჩათვლით მხოლოდ ამძაფრებს სიტუაციას და დაუყოვნებლიც უნდა შეჩერდეს. აშშ ასევე იმედოვნებს, რომ საგანგებო მდგომარეობა დროულად გაუქმდება და რომ პოლიტიკური დიალოგი საუკეთესო გზაა სომხეთის მომავლისა და იქ დემოკრატიის განვითარებისათვის.
XS
SM
MD
LG