ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ ამერიკის ლიდერები: კრიზისი მოგვარებულია


კოლუმბიის, ეკვადორისა და ვენესუელას ლიდერები აცხადებენ, რომ მოგვარებულია ერთი კვირის მანძილზე მიმდინარე კრიზისი, რომელიც კოლუმბიის ხელისუფლების მიერ ეკვადორის ტერიტორიაზე მეამბოხე დაჯგუფებაზე მიტანილი იერიშით დაიწყო და რომელმაც მეზობელი ქვეყნები ლამის სამხედრო დაპირისპირებამდე მიიყვანა. დღეს, დომინიკის რესპუბლიკაში მიმდინარე უმაღლესი დონის შეხვედრაზე ლათინური ამერიკის სახელმწიფოთა ლიდერებმა--ჰუგი ჩავესმა, ალვარო ურიბემ და რაფაელ კორეამ კეთილი ნების ნიშნად საჯაროდ ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი. ამ ფონზე, ნიკარაგუას პრეზიდენტი დანიელ ორტეგა ასევე თანახმაა ბოგოტასთან აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები.
XS
SM
MD
LG