ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი აცხადებს, რომ არ არის მართებული პეკინის ოლიმპიური თამაშების დაკავშირება დარფურის კრიზისთან


დღეს პეკინში გამართულ პრეს-კონფერენციაზე სუდანში ჩინეთის საგანგებო დესპანმა განაცხადა, რომ დარფურის მეამბოხეები განაგრძობენ თავდასხმებს სუდანის სოფლებზე და პოლიციის განყოფილებებზე, რათა ამით ზეწოლა მოახდინონ ხართუმის წარმომადგენლებზე, რომლებიც მეამბოხეებთან არიან ჩართულნი მოლაპარაკებებში.

ჩინეთის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ იგი სუდანს ოთხჯერ ჩავიდა და იმსჯელა სუდანის მთავრობასთან კრიზისის დიპლომატიური გზებით მოგავარების საკითხის ირგვლივ. შეგახსენებთ, რომ ჩინეთს მჭიდრო დიპლომატიური და საქმიანი ურთიერთობა გააჩნია სუდანთან, რომელიც მოიცავს ნავთობითა და იარაღით ვაჭრობას. ჩინეთის წარმომადგენელმა საზოგადოებას შეახსენა, რომ ოფიციალური პეკინი ამ დარგში სუდანის ისეთივე პარტნიორია, როგორც აზიის სხვა ქვეყნებისა.

მისივე თქმით არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ჩინეთი მხოლოდ ერთ-ერთია იმ შვიდი სახელმწიფოდან, რომლებიც იარაღით ამარაგებენ ოფიციალურ ხართუმს.

XS
SM
MD
LG