ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იარაღით მოვაჭრე რუსეთის მოქალაქე შეიძლება ტაილანდში გაასამართლონ


ტაილანდის მთავრობის განცხადების თანახმად იარაღით მოვაჭრე რუსეთის მოქალაქე შეიძლება ტაილანდში გაასამართლონ. როგორც ამ განცხადებაშია ნათქვამი ვიქტორ ბოუტის საქმეს გამოიძიებენ სანამ მას დეპორტაციას მოუხდენენ აშშ-ში, სადაც მას ბრალად ედება კოლუმბიის მეამბოხეებისადმი იარაღის მიყიდვა.

ეს განცხადება ბანკოკში იქნა გაკეთებული. ტაილანდის მთავრობას ჯერ არა აქვს მიღებული გადაწყვეტილება წარსდგება თუ არა ბოუტი ტაილანდის მართლმსაჯულების წინაშე ტერორისტებისადმი იარაღის მიყიდვის ბრალდებით. იმ შემთხვევაში თუ ტაილანდის სასამართლო მას დამნაშავედ სცნობს ბოუტს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


XS
SM
MD
LG