ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯარში დაქირავების ცენტრში აფეთქდა მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობა


დღეს, ნიუ იორკის ცენტრალურ თაიმს სქვერზე განლაგებულ ჯარში დაქირავების ცენტრში აფეთქდა მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობა. პოლიციის განცხადებით, შენობაში დაღამებამდე რამდენიმე საათით ადრე უცნობმა პირმა ასაფეთქებელი შეაგდო.

აფეთქებამ დააზიანა შენობის წინა ფანჯარა, თუმცა არავინ დაშავებულა. დღეს, პოლიცია და სახანძრო რაზმები თაიმს სქვერზე პატრულირებდნენ და მეტროს მატარებლების მოძრაობას რამდენიმე საათის განმავლობაში აკონტროლებდნენ. ტრანსპორტის ნორმალური მოძრაობა იქ დღეს დილით, პიკის საათის დაწყებისთანავე აღდგა.

მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული სასტუმროების მაცხოვრებლებმა აღნიშნეს, რომ აფეთქების ხმა მათაც მისწვდათ. პოლიცია იძიებს მომხდარს.

XS
SM
MD
LG