ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყაყაჩოს არალეგალური წარმოება ავღანეთში 2007 წელს ბევრად უფრო მაღალი იყო


გაეროს ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო საბჭო აცხადებს, რომ ყაყაჩოს არალეგალური წარმოება ავღანეთში 2007 წელს ბევრად უფრო მაღალი იყო, მიუხედავად საერთაშორისო ძალისხმევისა ამ კულტურის მოშენების წინააღმდეგ.

სააგენტო, ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ ყაყაჩოს მოშენებამ ავღანეთში 17 პროცენტს მიაღწია, ოპიუმის წარმოებამ კი 8200 ტონა შეადგინა გასულ წელს.

ანგარიშის თანახმად, ავღანეთზე მსოფლიოში არალეგალური ნარკოტიკების წარმოების 93 პროცენტი მოდის. ნარკოტიკების წარმოების ცენტრი კი კონკრეტულად ავღანეთის სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაშია.

გაეროს ნაკროტიკებისა და დანაშაულის ოფისი იტყობინება, რომ არალეგალური ნარკოტიკებით ვაჭრობა თალიბი მეამბოხეების შემოსავლის უდიდეს ნაწილს შეადგენს.

სააგენტოს განცხადების თანახმად, ავღანეთში ნარკოტიკებით ვაჭრობა უფრო განვითარდა, განსაკუთრებით კი ჰეროინისა და მორფის წარმოება ქვეყნის შიგნით.

XS
SM
MD
LG