ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსოვოდან 34 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი გავა


აზერბაიჯანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კოსოვოდან 34 აზერბაიჯანელი ჯარისკაცის გაყვანას. აზერბაიჯანელი ჯარისკაცები თურქ სამხედროებთან ერთად მსახურობდნენ კოსოვოში.

ფრანგულმა საინფორმაციო სააგენტომ აზერბაიჯანის პარლამენტის ვიცე სპიკერის სიტყვები დაიმოწმა, რომელმაც აღნიშნა, რომ კოსოვოს ირგვლივ შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია იქ აზერბაიჯანული სამხედრო კონტიგენტის განლაგების გადახედვის საჭიროებას ქმნის.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანს არ უღიარებია კოსოვოს დამოუკიდებლობა. საინფორმაციო წყაროების თანახმად, აზერბაიჯანის მთავრობა შიშობს, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობით მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების პრეცედენტი იქმნება.

XS
SM
MD
LG